საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ თსუ იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენელი გუნდის შერჩევის მიზნით

ცხადდება კონკურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ თსუ იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენელი გუნდის შერჩევის მიზნით.

 

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდს.

 

გუნდი უნდა შედგებოდეს ჯამში 6 წევრისგან. გუნდის არაუმეტეს ორი წევრი შეიძლება იყოს მაგისტრატურის, ხოლო დანარჩენი ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი, მათ შორის, ერთი წევრი უნდა იყოს გუნდის კაპიტანი.

 

შეჯიბრის გაიმართება ერთ ეტაპად 2023 წლის 8 დეკემბერს და გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი, რომელთაგან გამარჯვებულს გადაეცემა გარდამავალი თასი. 

თამაშის წესდება იხილეთ ბმულზე.

 

 

მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად - წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. 

 

  • განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - მიმდინარე წლის 22 ნოემბრის 18:00 საათი; დაინტერესებულმა გუნდებმა უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი - https://bit.ly/TSUTCJ.
  • მეორე ეტაპზე გადასულ გუნდებთან გასაუბრება გაიმართება მიმდინარე წლის 24 ნოემბერს [ზუსტი დრო ეცნობებათ შერჩეულ მონაწილეებს].

 

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 17/11/2023